პოეზია · ლირიკა
სიზმარი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
მე დამესიზმრა შემოდგომა. სარკმელში შორითმოჩანდი ანცი ყმაწვილებით გარსშემორტყმულიდა როგორც სისხლის მაძებარი ზეცაში ქორი,შენს გაწვდილ ხელზე ეშვებოდა მაღლიდან გული.
დრო გადიოდა, ბერდებოდა და ყრუვდებოდა.ფანჯრის ჩარჩოებს ცვარი თითქოს ფერავდა ვერცხლით.სექტემბერი კი ბაღში ამ დღეს ადრე კვდებოდა -მიწას ღებავდა ალიონის სისხლი და ცეცხლი.
დრო, მიმავალი, ბერდებოდა. მყიფე ყინულისხმებით სკდებოდა და დნებოდა სავარძლის ფარჩა.შენ უცებ შეკრთი. ამოკვნესით ჩაითქვი სული.მერე სიზმარი ექოსავით შორეთში ჩარჩა.
გამომეღვიძა. დილაბნელი, როგორც სანთელიიყო უნათლო, მიმალავდა მზეებს და დღეებს,და როგორც ურემს ბზის და ნამჯის კორიანტელი,ქარი მოსდევდა ცის მინდვრებზე გაქცეულ ხეებს.
1913, 1928წიგნიდან "დაწყების წლები"