↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1935 ნახვა

—
მე გავილიე. შენ ისევ დახვალ.მტირალი ქარი ჩივილით, სახვრით,არყევს ტყეებს და აგარაკს ახლისარა თითო ხეს განცალკევებით,არამედ ერთად, მთლიანად კორომსდა სივრცეების უსაზღვროებას,როგორც ფელუგის ცარიელ კოლოფს,მთვლემარს ყურეზე განმარტოებით.და დაძრწის განა თარეშის გამომიუსაფარი და მაწანწალა,ის ეძებს შენი ნანინასათვისაკვანზე სათქმელ სიტყვების გალას.
1953

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი