↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შაშვები (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1936 ნახვა

—
რკინიგზის იქით ბუჩქის მწკრივიადა მოცუცქნული სადგური ბარში.ისმის, ჩიტები დაღლას ჟივიანნაშუადღევის მყუდროებაში.
ფართო და ცხელი, როგორც სურვილი,განსა და კიდეს გადაცდა არე.უკან ტყის ბზოლი, ლურჯით სხურვილი,მაღლა - ღრუბლები თეთრად მდუღარე.
ცხენს, მენაპირეს, მოსახვევებში,ეკეკლუცება არყი შავთვალა.ამონაძირკვში და ფოსოებშიჩანს ია, თოვლი და ნეშომპალა.,
ალბათ ასეთი ფოსოღრმულიდანსვამენ შაშვები წყალს, ნაჟურს ვერცხლის.ამიტომ რეკავს მჭახედ შორიდანმათი ჭახჭახის ყინვა და ცეცხლი.
აი გრძლად თქმული, აი ეს - მოკლე!აი ეს ცხელი, ეს ცივი შხაპი.რას არ ამოთქვამს ყელი უნაკლოდ,თუ ჩაკრიალდა ნალღობ ღვართქაფით.
აქ გადის შაშვთა კარის თემშარა,უყვართ თვალთვალი, ჭვრეტა კიბეზე,შუკა-ბანდებში ჭორი აშარი,მთელ დღეს რატრატი ჭალის კიდეზე.
იმათ თავღია საცხოვრებელშიახსნილნი დიან გამოცანები.საათი - ყოფა უდაბურ ტევრის,ჩარექი - კვირტის აღმოცენება.
ასეთი გახლავთ შაშვის სოფელი, -ნამდვილ არტისტთა ნანატრი ხვედრი,ცხოვრობენ, როგორც არტისტს შეფერისდა მეც არაფერს მათ არ ვაყვედრი.
1941წიგნიდან "აისის მატარებლებით"

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი