↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოღმით მე ვარ

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21102 ნახვა

—
გამოღმით მე ვარ, გაღმა _ შენშუაზე მოდის მდინარე,ხიდი არ გვიძე წყალზედა,ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.მინდა გაკოცო, მაკოცო,შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,მაგრამ ვერსაით გამოვედამ სატიალო მდინარეს.მეც უნავო ვარ, შენაცა,ცურვა არ ვიცით, ვტირითა;მეშველიც არვინ გვიჩნდებაარც ციდან, აღარც ძირითა,შენ მე მიმელი, მე _ შენაგაცინებული პირითა.
ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,როგორ შავადა ტრიალებს!..
რა უნუგეშო ყოფნაა,წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,მაინც გარგივარ ვერრაში!..არა, ის მინდა, გხედავდე,ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი