პოეზია · ლირიკა
ჭრელი გველი
სიცოცხლე მშვიდი მდინარეა,გასდევს მოედანს,ჩემი თვალები ამ მდინარის მშრალი ქვებიადა ისე გგრძნობენ,მზერას ძველი ხავსი მოედოდა შენ გარეშესხვა კადრები ისე ქრებიან,დილით ნანახი სიზმარივით.მოჩანს (მიწამე),ხიდის ორ მხარეს, ნაივურად ნახატი შარა...მე როლს ვთამაშობ ჩემი თავის,ვგავარ მიწაყრილს,ვასრულებ ყოფნას სულს და შეცვლილ სხეულებს შორის,ჭრელი გველივით...დასავლეთში, თითქოს კანზასშიხეზე დავკიდე, ტყავის ქამრით, მთელი ცხოვრებადა მზემ, ძვლებამდე, გაცრეცილი კანი გააშრო.ცაში ღრუბლები გადადიან მკვდარი ცხვრებივით.ვმდუმარებ შენზე...წვიმებია, ქარმა წამიღო,ვფანტავ ჩემს თვალებს მდინარეში, სადაფებივით,დგას მარტოობა - უშენობის ბოლო პარმაღი,მოდი, მზის შუქზე ამიტანე სარდაფებიდან.