პოეზია · ლირიკა
მყვირალობა
“ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა”
მყვირალობისას გიხმობდი.ფურირემივით მოვბღაოდი შენს გზას დასისხლიან შუბლით ეკალბარდებშივტოვებდი ნაკვალევს.ნაკვალევს მოჰყევ.სისხლის სუნმა დაგგეშა, თუატეხილი მდედრის ნაჩლიქარზე შემოგაკვამლესქარებმა სუნი გაუხრწნელი მიცვალებისა.ჩაკეტილ ღრანჭში მოქცეული სარეველათიგწამლავდი, შენ, მგზავრს,ლუკმა-ლუკმა ვცოხნიდი ჩემს თავსდა მოკლდებოდა ეს მანძილი, როგორც ხალათიმიწის, საფლავზე სახურავიც რომ ვერ დაფარაგირლიანდებით მოკაზმული თეთრი ხომალდის.დაიწყო ფერმა ცვალება დაჩამოწვა შავი.დაიწყო ფერმა ცვალება დაქარმა დაჰბერა.ჩამოყვა ქარებს მიწაყრილზესიტყვა ნაშალი -_ეს კუბო მე ვარ.მწვანე მინდორზე გაზაფხული იდგა ისეთი-მგზავრს შეეკაზმა ლურჯი ცხენი (გზა აკვარელის).მთაზე მარჯვენა მხრიდან ავა _ დღე დამოკლდება.მთაზე მარცხენა მხრიდან ავა _ ღამის კალენდარსარ ეყოლება აღარც ერთი რიცხვი გუშაგად.არც ვარსკვლავები,არც წუთები,აღარც დღეები,უკვე გავიდნენ სასაფლაოს მხრიდან, ქვეშაგებსგამოაცლიან მატყლის ბულულს, ალბათ მღრღნელები.დაჯდებიან და მოყვებიან ამბებს ტყეებზე,როცა ქარები ირხევიან ფოთლის შრიალზე.როცა აზრები გახდებიან მხოლოდ ტყვეები-ხელი შეახედა ჭექა-ქუხილს, თანაც პირველსთუ შეესწარი,მაშინ იცოდე!...მე მოგბღავი მყვირალობისას,ნაკვალევს მოჰყევ.სისხლის სუნმა დაგგეშოს, ანდასუნმა სიკვდილში გაუხრწნელი მარტოობისამ.დადგება დღე, როცა სულერთიასაით გაათრევ სხეულს დააქვე ჩაესვენე_მიწა გაგვათბობს.დაიწყო ფერმა ცვალება დაჩამოწვა შავი.დაიწყო ფერმა ცვალება დაქარმა დაჰბერა.ჩამოყვა ქარებს მიწაყრილზესიტყვა ნაშალი-ეს კუბო მე ვარ.
გამოვიზამთრებ ახლა დათვივითჩემს ფურცლებში,ხაოიან ენას ავუსვამმელნისფერ გზას დასტრიქონ-სტრიქონ დავიწყებ თოვას...…