↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნათითურები

ჯავახიშვილი კატო

2026-07-181 წთ საკითხავი2541 ნახვა

—
დამალვა-პროტესტის უთქმელი აქცია.თვალები,რომლებიც ეძებენ სამალავს.ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.თითები-განთიადს სხეულზე მივაწვი.გზა-მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.შემოდი...დამთავრდა დრამების მირაჟი,წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.გზები-შეუკრავი ათვლის პარაბოლაპროფილი-ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდაწვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.მზერას-საწნახელში ბადაგად გიწურავ.წლები დავბერტყე და ახლა შიშველინონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთანამბორად ვიშლები...ამბორი გიშველის?!სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკათვალებიც,რატომღა ეძებენ სამალავს.სუნთქვა-ნაპრალიდან სულში შემოვიდადა ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი