↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გიორგი სააკაძის სურათზე

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12777 ნახვა

—
ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირმეორე სახე მე მეხატებაშენის ქვეყნისა - საქართველოსი.რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,კარგი შვილები რად გვებადება?შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?ცრემლები მაღრჩობს ვეღარას ვამბობ;კარგის დაღუპვა რად გვენატრებაჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,არ გეკადრება, არ გეკადრება!..
1910
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი