პოეზია · ლირიკა
ამ ქალს თვალებში
ამ ქალს თვალებშიმეტასტაზების ტოტები უჩანს,როგორც ფანჯარაში,ლაპარაკზე ბორკილი ადევს,შიში მუცლის ძირიდან მოდის,ბორკილი _ თავიდან,აიძულებს საგანი იყოს საგანთა შორისდა არა სიტყვა მათი გამომხატველი,რაც დამატებით ტკივილს მიაყენებდა.ტელევიზორშიჟურნალისტების გახელების ტემპერატურააფეთქებას უახლოვდება,თავს ვუშველოთ!იმ ქალიდან გამოვიხედოთ,რომელიც გამჭვირვალეაგაზაფხულის ფანჯარასავით.