პოეზია · ლირიკა
ამაო ოცნება ბორჯომის ხეობაზე
ჩემო ტყეებო!ჰორიზონტს რომ ალურჯებთდა აადვილებთ,შუამდგომლობას მიწევთ მთებთან,რომ გვერდით დამიყენონ,აკვარელით დახატული ქალაქელიდა ზეთის ფერებით გამაძღარიგამიშვან უკან...ასე მგონია, ყველაფოთლით ფიქრობთ ჩემზე,როცა ღვიძლი სახეზესიყვითლეს მაფენს,სულ შემოდგომაში ვიცხოვრებდი,თქვენ რომ არა...ადრე შეღავათს მიწევდნენამის გამო, ახლაგაძვირდა თქვენი ნახვის უფლება,ფული ვერ გადავიხადედა ქალაქმა ნელ-ნელადამიწყო წაშლა —ოსტატურად შესრულებულ ბატალიებშივის რად უნდაჩემი კამერული პორტრეტი?თან იმდენ ხანს ვიდექივარდისფერ მიწაზეჟანგიანის საპირისპიროდ,მგონი, ბრძოლის უნარიცდავკარგე...რომ მომერევიან და მოვკვდები,მაინც მთებთანდა ხეებთან ვიქნები,ამაში ფულს ვეღარ მომთხოვენ,აღარც წიგნებს გამომიქვითავენვალებში, რადგან არაფერი მაქვსუფრო ღირებული,ვარდისფერ მიწასაც ვერ წამიბილწავენ!