↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი წელი

სტურუა ლია

2026-07-181 წთ საკითხავი18611 ნახვა

—
თაფლით ეწებებიან ერთმანეთს,თუ რა ნიშნავსეს აღორძინებული სიყვარული?რომელიც ხვალვე მოვალეობაში გადავა,ერთი დღე-ღამე უნდა მოითმინოარამხატვრული ტყუილი, სენტიმენტები,მჟავე მანდარინი, რომელიცგარედან ნარინჯისფერია,ალბათ, ზღვისპირელების სისხლისაგან...ჩემი ჰავა, _ ისეთი მშრალი,თითქოს კვერცხისგულებისდიეტაზე მამყოფებს, _ არ ცნობსასეთ ამომხტარ ფერებს,რა ქნას?ზამთრის სიხარულს სხვებისგან სესხულობს,ფუფუნების კანონების მცოდნეებისაგან,თუმცა, რაღაც თავისიც მოსდევს:ატლასის ბროწეულები, ვაშლები, რომლებიცხეებს კი არ აბია, ბავშვებს ახატიათ ზაფხულობით.ზაფხული _ აი, ნამდვილი მონატრება,გინდა, ახალ წელს, გინდა, მერე,შენელებული მგრძნობიარობის დროს...იქამდე მიმაღწევინადა როცა ბალახზე ჩამოვჯდები,თვალებიდან ხის კენწეროებსნუ ამომაცლი, ღმერთო!

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი