↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე

—

1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი.

პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია: "მერი", "მესაფლავე", "მთაწმინდის მთვარე", "მე და ღამე", "უსიყვარულოდ", "ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვა...

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)"გეორგიკა" (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში

500 ნაწარმოები168309076 ნახვა

ლექსები და პოემები 498

პოეზია · ლირიკა

მესაფლავე

6 წთ საკითხავი106524 ნახვა

პოეზია · ლირიკა

„აი - ია“

1 წთ საკითხავი95296 ნახვა

პოეზია · ლირიკა

15 საუკუნე

1 წთ საკითხავი95291 ნახვა

პოეზია · ლირიკა

19 - ?

1 წთ საკითხავი95284 ნახვა

პოეზია · ლირიკა

1914

1 წთ საკითხავი95287 ნახვა

პოეზია · ლირიკა

1927. VI. ვენა

1 წთ საკითხავი95282 ნახვა

პოეზია · ლირიკა

1950

4 წთ საკითხავი106517 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ARS LONGA, VITA BREVIS*

1 წთ საკითხავი95274 ნახვა

პოეზია · ლირიკა

AVE MARIA

1 წთ საკითხავი106510 ნახვა

პოეზია · ლირიკა

AVE MARIA

1 წთ საკითხავი95286 ნახვა

პოეზია · ლირიკა

N-ს

1 წთ საკითხავი95280 ნახვა

პოეზია · ლირიკა

P. S

1 წთ საკითხავი95286 ნახვა

პოეზია · ლირიკა

TABES DʼORSALIS

1 წთ საკითხავი95283 ნახვა

პოეზია · ლირიკა

VOILES

1 წთ საკითხავი106546 ნახვა

პოეზია · ლირიკა

VOILES*

1 წთ საკითხავი95280 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ავდარი

1 წთ საკითხავი95281 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ავდრები

1 წთ საკითხავი95286 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ავრორა

1 წთ საკითხავი106507 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ავრორა

1 წთ საკითხავი95283 ნახვა

პოეზია · ლირიკა

აივანზე

1 წთ საკითხავი95285 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ალპები

1 წთ საკითხავი95296 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ამაო ცდა

1 წთ საკითხავი95281 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ამაოებავ

1 წთ საკითხავი106515 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ანძები

1 წთ საკითხავი95276 ნახვა

პოეზია · ლირიკა

არაგვი

1 წთ საკითხავი95302 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ასფალტი

1 წთ საკითხავი95281 ნახვა

პოეზია · ლირიკა

ატომი

1 წთ საკითხავი95281 ნახვა

ძიება ამ ავტორის ნაწარმოებებში →

დესპანი